ბიძინა ივანიშვილი: სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში დევნილთა გახშირებული შეჭრაში ხელისუფლების ხელი ურევია

ბიძინა ივანიშვილი: სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში დევნილთა გახშირებული შეჭრაში ხელისუფლების ხელი ურევია

„სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში დევნილთა გახშირებული შეჭრა ორგანიზებულია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ჯერჯერობით მხოლოდ ეჭვობს, რომ ამაში ყოფილი ხელისუფლების ხელი ურევია, თუმცა გადაწყვეტით არ ამბობს.

„ეჭვი მაქვს, თუმცა, გადაწყვეტით ჯერჯერობით ვერ ვამბობ, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ არჩევნების დროს გასცა დაპირებები და ახლა უსრულებენ  ან რაღაც ამის მსგავსი ხდება და ამის გამო საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა. მე მგონია,  ორგანიზებული შეკრება ხდება და ვფიქრობ, რომ ამაში ძალიან აქტიურობს ძველი ხელისუფლება", - განაცხადა ივანიშვილმა.