რამაზ საყვარელიძე:  პარლამენტის სხდომა არ ჰგავდა იმ  სხდომას, რომელიც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მივიღეთ

რამაზ საყვარელიძე: პარლამენტის სხდომა არ ჰგავდა იმ სხდომას, რომელიც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მივიღეთ

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით,  პარლამენტის დღევანდელი პლენალური სხდომა არ ჰგავდა პარლამენტის იმ  სხდომას, რომელიც 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მივიღეთ.

რაც შეეხება,  უმცირესობის წარმომადგენლების კრიტიკას საყვარელიძის განცხადებით,  მათი კრიტიკა არგუმენტირებლობას მოკლებული იყო.

„კრიტიკას არგუმენტირებულობის რა მოგახსენოთ,  ერთ-ერთი ტიპიური მაგალითი  უმცირესობიდან კახეთის წარმომადგენლის დაჩივლება იყო, შემოდგომისთვის გაცემული დაპირებები რატომ არ შეასრულეთო. ისეთი შთაბეჭდილება იყო, ოღონდ საყვედური ეთქვათ და ყველაფერს ამბობდნენ, რაც  პირზე მოადგებოდათ.

მეტ-ნაკლებად მომეწონა იმ ოპოზიციონერების გამოსვლა, რომლებმაც შუალედური ხაზის  ძებნა დაიწყეს. მაგალითად, დავით  ბაქრაძის.

აღსანიშნავია, უმრავლესობის წარმომადგენლების გამოსვლები. მათ ოპონენტების მიერ, გაკეთებულ შენიშვნებზე  გამოყოლა არ დაიწყეს  და შენიშვნებზე შენიშვნებით  უპასუხეს.

სასურველია საქართველოში დამკვიდრდეს ის კლიმატი,  რომ ადამიანები პასუხისმგებლები იყვნენ იმაზე,  რასაც აკეთებენ, რა თქმა უნდა,  პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი უმცირესობა საქართველოს ისტორიაში არსებულ უმცირესობის წარმომადგენლებისგან დიდად განსხვავდება.

„ისინი პასუხისმგებლები არიან იმ მდგომარეობაზე  რა მდგომარეობაშიც ქვეყანაა და მათ მუდმივად უნდა იგრძნონ, რომ ამ ქვეყანაში, თუ რაიმე ცუდადაა ეს მათი ბრალია“, - განაცხადა საყვარელიძემ.