საგანელიძე: ერთ თვეში დაგანახებთ, თუ როგორი უნდა იყო  მენეჯერი

საგანელიძე: ერთ თვეში დაგანახებთ, თუ როგორი უნდა იყო მენეჯერი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით,  კახი კალაძე თავისი ნიჭისა და მენეჯერული უნარის გამო,   ენერგეტიკის მინისტრობას იმსახურებს.

საგანელიძის თქმით, ის ერთ თვეში ყველას დაანახებს, თუ როგორი უნდა იყოს მენეჯერი.

„როდესაც ის ფეხბურთში იყო, ყველაზე მაგარი იყო და ეს მისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შედეგია. კაცობაში ყოველთვის ძალიან მაგარი იყო, ბიზნესში მოვიდა და კაცმა გაყიდა, ის რაც თვითონ შექმნა, რასაც თვითონ უკეთებდა მენეჯმენტს და ის ამიტომ იმსახურებს ენერგეტიკის მინისტრობას და ერთ თვეში დაგანახებთ, როგორი უნდა იყოს მენეჯერი“, - განაცხადა საგანელიძემ.