ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი, რასაც გავაკეთებ, კუდ-სა და სოდ-ს გავაუქმებ

ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი, რასაც გავაკეთებ, კუდ-სა და სოდ-ს გავაუქმებ

"შს მინისტრის პოსტზე ჩემი მთავარი ამოცანა სამართლიანობის აღდგენა იქნება“, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა  ჟურნალისტებს პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, მისი მუშაობის სტილი დაფუძნებული იქნება პრინციპზე: სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა.

„მე ვიქნები ძალიან პრინციპული, ძალიან მომთხოვნი თანამშრომლების მიმართ, მაგრამ ვიქნები სამართლიანი. საზოგადოებამ უნდა აღადგინოს სამართლიანობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება პორვენ ნაბიჯს, რომელსაც მინისტრი გადადგამს, განმარტებით, ეს კუდ-ისა და სოდ-ის გაუქმება იქნება.

„პირველი, რაც იქნება, კუდ-ს და სოდ-ს გავაუქმებ. სოდ-ი სხვა დეპარტამენტს შეერწყმება, კუდ-ის ფუნქციები კი გადანაწილდება ორ ახალ დეპარტამენტზე, რომელიც უწყებაში შეიქმნება და ეს პროცესი განხორციელდება ისე, რომ არც ერთ თანამშრომელზე ნეგატიურად არ აისახოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.