სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დღეს პატიმარი ლ.შ. გარდაიცვალა. 

აღნიშნულის შესახებ, განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული 1966 წლის 12 ივლისსაა დაბადებული და მისი წინასწარი დიაგნოზია - გასტროდუოდენალური სისხლდენის ფონზე განვითარებული გულ-სისხძარღვთა მწვავე უკმარისობა.
სამინისტრო განმარტავს, რომ ლ.შ #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის #8 დაწესებულებიდან 2012 წლის 22 ოქტომბერს გადაიყვანეს, დიაგნოზით: ქონიკული C ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აივ ინფექცია შიდსი, მარჯვენამხრივი ექსუდაციური პლევრიტი, სუნთქვის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გასტროდუოდენალური სისხლდენა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები. 
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.