ბიძინა ივანიშვილი: ახლა  დაპირებების შესრულების დრო იწყება

ბიძინა ივანიშვილი: ახლა დაპირებების შესრულების დრო იწყება

საქართველოს  პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ხელისუფლებაში ძალიან საინტერესო გუნდთან ერთად მოვიდა და აღნიშნა, რომ ახლა დაპირებების შესრულების დრო იწყება.

„პარლამენტიც საინტერესო წევრებით დაკომპლექტდა,  უმრავლესობა მყავს მხედველობაში. ახლა იწყება დაპირებების შესრულების დრო. ძალიან მძიმე ტვირთი გვაწევს, ბევრი დაპირებები გავეცით, მაგრამ ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ გავაკეთებთ უფრო მეტს და უფრო სწრაფად იგრძნობთ იმას, რასაც ჩვენ გპირდებოდით“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, პირველ რიგში  სამართლიანობის განცდა აღდგება.

„უახლოეს რამდენიმე წელიწადში უნდა მოვახერხოთ,  რომ ჩვენი ქვეყანა ჩავაყენოთ მოწინავე ევროპული ქვეყნების რიგში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა წელიწადნახევარში პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მის განცხადებას და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა პასუხისმგებლობას იტოვებს იმ გუნდზე, რომელსაც დატოვებს.

„წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ შექმნით ისეთ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ განვითარებას შეუწყობს ხელს. მე მოვახერხებ დავტოვო ისეთი გუნდი, რომელზეც დავიტოვებ პასუხისმგებლობას. ეს იქნება ძალიან ქმედითუნარიანი და ძალიან სახალხო მთავრობა“,-განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილი განმარტავს, სამოქალაქო საზოგადოებაში იმიტომ მიდის,  რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება განვითარდეს.