„ღია საზოგადოება – საქართველო“ მზად არის სხვადასხვა დარგში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება ქვეყნის განვითარებას მოახმარონ

„ღია საზოგადოება – საქართველო“ მზად არის სხვადასხვა დარგში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება ქვეყნის განვითარებას მოახმარონ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ სხვადასხვა დარგში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. ამის შესახებ ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც ხელისუფლებას საგანგებო მიმართვა გაუგზავნს.

მიმართვას ხელს 40-მდე ორგანიზაცია აწერს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მათი ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი საკითხების გადაწყვეტისაკენ, როგორიც არის სოციალური სოლიდარობის სისტემის განვითარება, ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა, ჯანდაცვის სისტემის რეფორმები, პაციენტთა უფლებების დაცვა, პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის ახალი სისტემის დანერგვის ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისთვის ხელშეწყობა, უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამების შემუშავებაში ხელშეწყობა, შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვაში ხელშეწყობა, ხარისხიანი და ხელმისწვდომი განათლების სისტემის შექმნის ხელშეწყობა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების სისტემურ გარდაქმნაში მონაწილეობა, ახალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, საერთო სასამართლოების სისტემური ცვლილებებისა და რეორგანიზაციაში მონაწილეობა.

„მივმართავთ საქართველოს ახლად არჩეულ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. გამოვთქვამთ მზაობას წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ სხვადასხვა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიყენებთ ინტელექტუალურ რესურსებსა და ძალისხმევას ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაში", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ხელისუფლებისადმი მიმართვაში.

ამასთან არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდროDთანამშრომლობით სახელმწიფოში ადამიანის უფლებების ეფექტურ დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური სამართლიანობის გამტკიცების უზრუნველსაყოფად გადადგას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები.

"ახლად არჩეულ პარლამენტს მივმართავთ, რომ გაგვაჩნია ინტელექტუალური რესურსები და მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში, ადამიანის უფლებების დაცვაში და წარმოვადგინოთ ჩვენი საექსპერტო დასკვნები", - აღნიშნა ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე აღმასრულებელმა დირექტორმა, მაკა კვაჭაძემ.