გიორგი ჟვანია: ყველა ადამიანს,  ვინც ბოროტება და უკანონობა ჩაიდინა პასუხი მოეთხოვება

გიორგი ჟვანია: ყველა ადამიანს, ვინც ბოროტება და უკანონობა ჩაიდინა პასუხი მოეთხოვება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ჟვანიას განცხადებით, ყველა ადამიანს, ვინც ბოროტება და უკანონობა ჩაიდინა, პასუხი მოეთხოვება და აღნიშნა, რომ   საქართველოს მოსახლეობა სამართლიან ქვეყანაში  იცხოვრებს.

მისი თქმით,  დღეს მოელოდა, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთი წევრი მაინც მოიხდიდა ბოდიშს იმისთვის,  რაც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში ხდებოდა.

„მაგრამ მათ არ აღმოაჩნდათ ზნეობა და ვაჟკაცობა, უთხრან მოსახლეობას, რომ გრძნობენ დანაშაულს, რაც ხალხის წინაშე ჩაიდინეს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი გაუსაძლის მდგომარეობაშია. საარსებო საშუალება არ აქვთ,  ათასობით ადამიანი უსამართლოდ არის საპატიმროებში. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. თქვენ ხელგეწიფებოდათ, რომ ეს არ მომხდარიყო. ვიცი, არ გსიამოვნებთ ამის შეხსენება და თქვენთვის კომფორტული იქნება დავივიწყოთ და თავიდან დავიწყოთ ცხოვრება. მაგრამ რა ვუყოთ ამდენ ადამიანს. სამართლიანობა უნდა აღდგეს ქვეყანაში. სამართლიანობის აღდგენას წარსულიდან დავიწყებთ. ყველა ადამიანს,  ვინც ბოროტება და უკანონობა ჩაიდინა, პასუხი მოეთხოვება და ჩვენ ვიცხოვრებთ სამართლიან ქვეყანაში“, - განაცხადა ჟვანიამ.