აკაკი მინაშვილი: „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბებული და  თანმდიმდევრული არაა

აკაკი მინაშვილი: „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბებული და თანმდიმდევრული არაა

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, დღეს უმცირესობა   პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან აპირებს მოისმინოს, თუ როგორ გეგმავს ხელისუფლებაში მოსული გუნდი წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირებების შესრულებას.

„ჩვენ ვნახეთ,  რომ  „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბებული,  თანმიმდევრული და სტაბილური არ არის. ძალიან ხშირად ცვლიან პოზიციებს, მათ შორის, დიდი სხვაობა პროგრამულ ტექსტებსა და მინისტრობის კანდიდატების განცხადებებს შორის. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მინდა,  გითხრათ, რომ ძალიან სასიკეთო მიმართულებაა,  კურსს, რაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მაია ფანჯიკიძის მიერ გაცხადდა,  რომ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფმა მოხდება,  ხოლო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება,  ვიდრე ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ მხარს დავუჭერთ. განსხვავებებია სხვა მიმართულებითაც, მაგალითად, შსს-ს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, პროგრამაში წერია ერთი,  მინისტრობის კანდიდატი  კი სხვა რამეს აცხადებს. იგივეა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა მინაშვილმა

ცნობისთვის, ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღეს უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში მოუსმენენ.