პატიმარი  ციხის სახურავიდან გადმოხტომას  აპირებდა

პატიმარი ციხის სახურავიდან გადმოხტომას აპირებდა

რამდენიმე წუთის წინ გლდანის N8 საპყრობილის სახურავზე პატიმარი, სავარაუდოდ ვინმე გეწაძე ავიდა, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

როგორც From.ge -სთვის გახდა ცნობილი, პატიმარი საპყრობილის სახურავიდან იმ შემთხვევაში აპირებდა გადახტომას, თუ კი ციხის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ჯანჯღავას არ შეხვდებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, ალექსანდრე ჯანჯღავა უკვე ციხის სახურავზეა, სადაც ამ წუთებში პატიმართან მოლაპარაკებას მართავს.