„არჩევნის თავისუფლებისთვის“ ბიძინა ივანიშვილსა და დავით უსუფაშვილს თვითმმართველობის რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე მოუწოდებენ

„არჩევნის თავისუფლებისთვის“ ბიძინა ივანიშვილსა და დავით უსუფაშვილს თვითმმართველობის რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე მოუწოდებენ

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ, ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს,  დავით უსუფაშვილს თვითმმართველობის რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე მოუწოდებენ. ამის თაობაზე  კოალიციის - „არჩევნის თავისუფლებისთვის“წარმომადგენლები დღეს,13:00 საათზე, პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენციაზე კოალიციის წევრები მედიას გააცნობენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ მომზადებული მიმართვის ტექსტს.

მიმართვაში საუბარია თვითმმართველობის რეფორმის დაწყების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე.