ამერიკელი მრჩევლები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან

ამერიკელი მრჩევლები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან

ამერიკელი მრჩევლები ავღანეთში ამერიკული სამხედრო არმიის გასვლის შემდეგაც დარჩებიან. ამ განცხადებას ტაჯიკეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სიუზან ელიოტი აკეთებს.

მრჩევლები ავღანელ ჯარისკაცებს შეასწავლიან როგორ მოახერხონ ქვეყნის დაცვა, როგორ იბრძოლონ ტერორიზმის და კონტრაბანდული ნარკოტიკების  წინააღმდეგ.

ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, რუსეთისა და ტაჯიკეთის სამხედრო თანამშრომლობა ვერ შეაჩერებს, ვაშინგტონსა და დუშანბეს შორის სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებას და ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას.

სიუზან ელიოტის განცხადებით, ამერიკა არ აპირებს ტაჯიკეთში ტრანზიტული ცენტრების და სამხედრო ბაზების გახსნას, ისე როგორც ეს ყირგიზეთშია.