გოგა ხაინდრავა: ხელისუფლებაში „ცოცხების პარტია“ არ დაბრუნდება

გოგა ხაინდრავა: ხელისუფლებაში „ცოცხების პარტია“ არ დაბრუნდება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ხაინდრავას განცხადებით, ხელისუფლებაში ცოცხლების პარტია არ დაბრუნდება.

აღნიშნულის შესახებ,  ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„თუ ქართველი ერი გააგრძელებს ცოცხების იმ ფუნქციით გამოყენებას, როგორც ამას სააკშვილი და ახალაია იყენებდა, შეიძლება ის დაბუნდეს. სხვა არცერთ შემთხვევაში, „ცოცხების პარტია“ საქართველოს ხელისუფლებაში არ დაბრუნდება. ეს არის დიდი ილუზია და ვინც ილუზიით იკვებება, ეს მათი პრობლემაა", - განაცხადა  ხაინდრავამ.