„ევრიმაჟის“ დაფინანსება ზაზა ურუშაძის  პროექტს „მანდარინები”

„ევრიმაჟის“ დაფინანსება ზაზა ურუშაძის პროექტს „მანდარინები”

ალბანეთში ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმის პროექტმა „ევრიმაჟის“ დაფინანსება მოიპოვა.  ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის „ევრიმაჟის“ მმართველი საბჭოს 128-ე სხდომზე, საბჭოს წევრებმა 18 კინოპროექტი დააფინანსეს, მათ შორის იყო პირველი ქართულ-ესტონური კოპროდუქცია „მანდარინები“.

„ევრიმაჟის“  მმართველ საბჭოში საქართველოს  ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - თამარ ტატიშვილი წარმოადგენს. ის თავად წარადგენდა და იცავდა ზაზა ურუშაძის პროექტს „მანდარინები,“ რომლის მოპოვებული მხარდაჭერა 110 000 ევროს შეადგენს.

პროექტის წარმოება 2012 წლის დეკემბერში იგეგმება. პროექტს მოპოვებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სუბსიდიაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს კინოს განვითარების და მხარდაჭერის ფონდის - ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. წელს „ევრიმაჟის“ მხარდაჭერა საქართველოს თანამონაწილეობით სამმა პროექტმა მოიპოვა.