ხვალ ერგნეთში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

ხვალ ერგნეთში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

ხვალ სოფელ ერგნეთში პრევენციებისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

ჯიოევის განცხადებით, ისინი ხვალინდელ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის იმ მოქალაქეების საკითხს დააყენებნ, რომლებიც საქართველოში არიან გასამართლებულნი.

„ ჟენევის დისკუსიის ბოლო შეხვედრაზე ქართული მხარე შეგვპირდა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტით ისინი წლის ბოლომდე დაკავდებიან.  მიუხედავად ამის, ჩვენ ამ საკითხს ხვალ მაინც დავაყენებთ“,-განაცხადა ჯიოევმა.

ჯიოევის განცხადებით, ოსური მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ინფორმაციებს  უგზოუკვლოდ დაკარგული ოსი მოქალაქეების შესახებ. თიბილოვის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ასევე განაცხადა, რომ მალე ისინი მცხეთას ეწვევიან, სადაც  უგზოუკვლოდ დაკარგულთა დიდი სასაფლაო არის.