„საქართველოს რკინიგზის“ ახალ გენერალურ დირექტორს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს

„საქართველოს რკინიგზის“ ახალ გენერალურ დირექტორს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს

სს „საქართველოს რკინიგზის“ ახალ გენერალურ დირექტორს სავარაუდოდ, ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

როგორც რკინიგზაში განმარტავენ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზის აქციების 100% მფლობელი სს „საპარტნიორო ფონდია“,  რომელიც პირადად პრემიერს ემორჩილება, ამიტომ სავარუდოდ,  „საქართველოს რკინიგზის“ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის გადაწყვეტილება მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა.