ზურაბ ადეიშვილი მიმართვას ავრცელებს

ზურაბ ადეიშვილი მიმართვას ავრცელებს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელ facebook-ში განთავდა, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი გიორგი სიგუა ავრცელებს.

From.ge ადეიშვილის მიმართვის ტექსტს  უცვლელად გთავაზობთ.

 „მეგობრებო, საყვარელო ქართველებო, ძმებო და დებო. გწერთ ამ უაღრესად დიდი ძნელბედობის ჟამს და მოგიწოდებთ-გამაგრდით!

მეც, ისევე როგორც თითოეული თქვენთაგანი, შეძრწუნებული ვარ, პრორუსილი ძალების გამარჯვებით და საქართველოს ოკუპაციით.  მაშინ როდესაც მტერი ორმოც კილომეტრშია,  როდესაც ჩვენ ნატოს კარზე დავაკაკუნეთ და ის-ის იყო ევროკავშირშიც გვღებულობდნენ, ციხე შიგნიდან გატყდა. ვერაგმა მტერმა მოახერხა სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება და მის მიერ მართულ ძალას გაამარჯვებინა საპარლამენტო არჩევნებში. უდიდესი ზეწოლის,  წნეხის და გაყალბების ფონზე ეროვნულმა ძალამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს“,  მაინც მოახერხა 40 %-ის აღება და ეს ის მაგიური 40 % იქნება, რომელიც საქართველოს ისევ შემოაბრუნებს კეთილდღეობის, სტაბილურობის და წარმატების გზაზე. შეიძლება ხალხი დროებით გაა-ბრიყვო მაგრამ არა სამუდამოდ,  შეიძლება ნაწილი ხალხისა გააბრიყვო სამუდამოდ,  მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის, ბრძენი ქართველი ერის სამუდაომდ გაბრიყვება.

ეს რუსული ტრიუმფიც დროებითი და მოჩვენებითია. ძალიან მალე დაინახავთ ვინ ვინ არის. ხომ ნახეთ რასაც აკეთებენ უკვე. ჯერ სადა ხართ!

იცით,  უმწიკვლოდ და პატიოსნად ვემსახურე სამშობლოს მთელი ამ ხნის მანძილზე. არ ყოფილა არც ერთი დაშვებული შეცდომა, ჩავარდნა ან გადაცდომა.

პროკურატურა და იუსტიცია ჩამოყალიბდა გამართულ , ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტად. ადამიანებს აღარ ეშინოდათ პროკურორის, მეტიც უყვარდათ კიდეც ისინი. პირადად მე უამრავი მადლიერების წერილი მაქვს მიღბული მოქალაქეებისგან. ვამაყობ რომ ჩემი მეგობრები არიან ისეთი პატრიოტები, როგორებიც გახლავან ვანო მერაბიშვილი,  ბაჩო ახალაია, დათა ახალაია,  მეგის ქარდავა,  დიმა შაშკინი, ნიკა გილაური, მიხეილ სააკაშვილი.

ჩემზე შეიძლება ბევრი ცუდი ჭორი გაიგოთ, არავითარ შემთხვევაში არ აყვეთ პროვოკაციას. იცოდეთ, მე ვიყავი და ვარ ჩემი სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი, რომელიც ყოველთვის მისი ინტერესების სადარაჯოზე იდგა.

ეხლა დროებით გასული ვარ ქვეყნიდან,  რათა მოვახერხო დასავლეთის დარწმუნება, დროზე ჩაერიოს და ეს ვერაგი ძალა მოაშოროს ქვეყნის მმართველობას. მე მალე დავბრუნდები და ყველას ჩაგეხუტებით“, - ნათქვამია მიმართვაში.