გაფიცული მაღაროელები სასულიერო პირებმა და სტუდენტებმა მოინახულეს

გაფიცული მაღაროელები სასულიერო პირებმა და სტუდენტებმა მოინახულეს

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელთა პროტესტი მაღაროებში ისევ გრძელდება. დღეს ისინი სასულიერო პირებმა და სტუდენტებმა მოინახულეს. სასულიერო პირებმა მაღაროელებს სთხოვეს მაღაროებიდან ამოსულიყვნენ და პროტესტი  გარეთ გაეგრძელებინათ, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

სტუდენტთა განცხადებით, ისინი გვერდით უდგანან მაღაროელთა პროტესტს  და მათი უფლებების დაცვას ისე გააგრძელებენ, როგორც პატიმართა უფლებები დაიცვეს.

„ გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ციხის კადრები ერთხელ უკვე ნახა ქართულმა  საზოგადოებამ, ეხლა ნახონ რა სიკვდილის პირობებში მუშაობენ მიწისქვეშეთში მაღაროელები. გვინდა თითოეულ სტუდენტს ვუთხრათ, რომ როგორც ერთად ვიდექით ციხის კადრები გამომჟღავნების დროს, გამოვიდეთ გარეთ და დავიცვათ ამ ხალხის უფლებები“,-აცხადებენ სტუდენტები.

ჭიათურის მაღაროს მუშები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ერთი კვირაა საპროტესტო აქციებს მართავენ.