„პიკ

„პიკ"-ის თანამშრომლები პარლამენტს მიმართავენ გაარკვიონ, სად წავიდა ტელევიზიისთვის გამოყოფილი თანხა

ტელეკომპანია "პიკ"-ის თანამშრომლები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას მიერ გაკეთებული განცხადებასზე რეაგირებას და მის შესწავლას მოითხოვენ.

თანამშრომლები ასევე პარლამენტსააც მიმართავენ, რომ გაარკვიონ, სად წავიდა ის თანხა, რომელიც წლის განმავლობაში ტელევიზიისთვის იყო გამოყოფილი

„ვითხოვთ რეაგირებას გია ჭანტურიას იმ განცხადების  შესახებ, სადაც მან თქვა, რომ ჩვენ ტელეკომპანია "პიკი" პირადი ინეტერსებისთვის გამოვიყენეთ. ეს არის დეკლარირებული ცენზურა და ზეწოლის მცდელობა ჟურნალისტებზე. ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტსაც დამოუკიდებელი რიგგარეშე აუდიტის მოთხოვნით, რომ გაარკვიონ, სად წავიდა ის თანხა, რომელიც წლის განმავლობაში ტელევიზიისთვის იყო გამოყოფილი", - აცხადებენ ტელეკომპანიის თანამშრომლები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და "პიკ"-ს შორის საქმიანი კონტაქტები დროებით შეჩერდა. "პიკი" 20 ოქტომბრიდან აღარ მაუწყებლობს.