ლუქსემბურგის პრინცი ბელგიელ გრაფინიაზე დაქორწინდა(VIDEO)

ლუქსემბურგის პრინცი ბელგიელ გრაფინიაზე დაქორწინდა(VIDEO)

უკანასკნელი გვირგვინოსანი პრინცი ევროპაში გუშინ ოფიციალურად დაქორწინდა. ბელგიელი გრაფინია სტეფანი დე ლანუა, ლუქსემბურგის პრინცის გიიომის რჩეული და სამეფო ოჯახის ახალი წევრი გახდა.

წყვილის ქორწინება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და ნიშნობა ჯერ კიდევ 2009 წელს  ჰქონდათ გამოცხადებული.

ქორწინების საზეიმო ცერემონია ორი დღე გრძელდებოდა. წყვილმა ჯვარი ლუქსემბურგის ღვთისმშობლის ტაძარში დაიწერა. გაიმართა სამოქალაქო პროცესია, რომელიც სადღესასწაულო გალა-ვახშმით დასრულდა. ქორწილი ტრადიციული იყო. უამრავი არისტოკრატი სტუმრითა და საქორწინო ატრიბუტიკით, რომელსაც ათიათასობით თეთრი ვარდი ამშვენებდა.

დედოფალს, 28 წლის სტეფანის  Elie Saab-ის თეთრი, გიპიურით გაწყობილი და სამმეტრიანი შლიფით დამშვენებული საქორწინო კაბა ეცვა.