გოგი მარგველაშვილი კინოსა და თეატრის უნივერსიტეტს კვირის ბოლოს ჩაიბარებს

გოგი მარგველაშვილი კინოსა და თეატრის უნივერსიტეტს კვირის ბოლოს ჩაიბარებს

 კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელ გოგი მარგველაშვილის განცხადებით,  უნივერსიტეტში გადაბარების პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც იგი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. 

„ ახლა არის რამდენიმე დღიანი პროცედურა გადაბარებისა. გადაბარების პროცესი ალბათ, რამდენიმე დღე, შეიძლება ამ კვირის ბოლომდეც გაგრძელდეს. ნოშრევან ჩხაიძე თავის  განცხადებაში ადასტურებს, რომ მიდის. უბრალოდ, მას სჭირდება რაღაც პერიოდი ამ ყველაფრის გადასაბარებლად. თუ რამე განსხვავებული პოზიცია აქვს, ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან არ ვიცი", - განაცხადა მარგველაშვილმა. 
აკადემიური საბჭოს 19 ოქტომბრის სხდომაზე რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად გოგი მარგველაშვილი აირჩიეს. წინა დღეს კი აკადემიურმა საბჭომ რექტორ ნოშრევან ჩხაიძის გადარჩევის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა თავად ჩხაიძემ ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა.