ნუგზარ წიკლაური: უმრავლესობის საქმიანობის  პრინციპული კრიტიკოსები  ვიქნებით

ნუგზარ წიკლაური: უმრავლესობის საქმიანობის პრინციპული კრიტიკოსები ვიქნებით

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ  წიკლაური პარლამენტის პირველი სხდომის შეფასებისას აცხადებს, რომ ის უმრავლესობას წარმატებებს უსურვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ  უმცირესობა მათი საქმიანობის  პრინციპული კრიტიკოსი იქნება.

„გაგრძელდა ის პროცესი, რომელიც დაწყებული იქნა, მას შემდეგ,  რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ მისთვის  ქართველი ხალხის არჩევანი უმნიშვნელოვანესია. ამიტომ უმცირესობა არ მიიღებს არცერთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი ხელისუფლების ფორმირებას ხელს შეუშლის.

გუშინ,  სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურები დამტკიცდა. ვფიქრობ,  დაახლოებით ერთ-ორ დღეში, პარალმენტში ეს პროცესი მთლიანად დასრულდება,  ხოლო შემდგომ, აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტული კანდიდატების  განხილვას დავიწყებთ. ასე რომ,  მთლიანად ფორმირებული იქნება ხელისუფლება, რომელსაც  ჩვენ  წარმატებებს ვუსურვებთ, თუმცა ამავე დროს, მათი საქმიანობის  პრინციპული კრიტიკოსები ვიქნებით“, - განაცხადა წიკლაურმა.