კარლ ლაგერფელდი საფრანგეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ

კარლ ლაგერფელდი საფრანგეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ

მოდის სახლ Chanel-ის დირექტორი, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს აკრიტიკებს. მოდის სამყაროს მეტრი აღნიშნავს, რომ „ოლანდს სძულს მდიდარი ადამიანები. მას სურს დასაჯოს ისინი, და ეს კატასტროფაა საფრანგეთისთვის.  ბევრი  შეძლებული ადამინი აპირებს  ქვეყნის დატოვოვებას. უცხოელებსაც არა აქვთ სურვილი ჩვენთან განახორციელონ ინვესტირება. თანხებს საფრანგეთში მალე  არავინ დააბანდებს.

ლაგერფელდი თვლის, რომ ფრანსუას განკარგულებები, ქვეყანას მხოლოდ ზარალს მოუტანს. „ფრანსუა ისეთივე კოშმარი იქნება საფრანგეთისთვის, როგორც  ესპანეთისთვის იყო მათი, ყოფილი პრემიერმინისტი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო“- ამბობს კარლი და დასძენს, რომ მოდის ინდუსტრიის გარეშე, პარფიურმერიული, საიულვირეო, თუ სხვა მსგავსი ბიზნესების გარეშე საფრანგეთი მსოფლიო ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი გახდება.