გია ყრუაშვილი: ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობა დატოვა

გია ყრუაშვილი: ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობა დატოვა

პროფკავშირებში რკინიგზელთა ახალი წარმომადგენლის გია ყრუაშვილის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ 19 სექტემბერს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

აღნიშნულის შესახებ, ყრუაშვილმა საქართველოს რკინიგზასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ყრუაშვილის განცხადებით, ეზუგბაიას უმარავ კორუფციულ გარიგებაში ედება ბრალი.

მისი თქმით, საქმე ეხება მილიარდამდე ლარს, რომელიც ეზუგბაიას ხელმძღვანელობის დროს რკინიგზამ გაფლანგა.

ყრუაშვილი აღნიშნავს, რომ მას შესაბამისი მტკიცებულებებიც გააჩნია და მასალებს პროკურატურას გადასცემს.

„ეზუგბაიას მიერ განხორციელებული კორუფციული გარიგებების გამო  რკინიგზის თანამშრომლებს ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ, კერძოდ, მათ არ აქვთ, სპეცტანსაცმელი, სამუშაო იარაღები,  არ აქვთ საპირფარეშოები და არ ჰყავთ დამლაგებელიც კი. ყველაფერთან ერთად,  მუშების ხელფასი ძალიან დაბალია“, - განაცხადა ყრუაშვილმა.

ეზუგბაიას მიერ თანამდებობის დატოვებას საქართველოს რკინიგზაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.