ლეგენდარული კომანდანტე ცოცხალია?

ლეგენდარული კომანდანტე ცოცხალია?

საგენტო AFP-ის ინფორმაციით, კუბის ლეგენდარული ლიდერი ფილდელ კასტრო ცოცხალია. სააგენტოს ამის შესახებ ვენესუელის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ელიას ხაუამ განუცხადა და ფილდელ კასტროს შაბათ საღამოს კუბის სასტუმრო „ნაციონალში“ გადაღებული ფოტოც წარუდგინა, სადაც კუბელი კომანდანტე ჭილის ქუდში კოკეტურად იღიმის.

ამ ინფორმაციას ადასტურებს მეორე სააგნეტო Associated Press, რომელსაც სასტუმროს თანამშრომლებმა დაუდასტურეს ფიდელ კასტროს სასტუმროში ვიზიტის შესახებ. სასტუმროს კომერციული დირექტორის იამილ ფასტერის ინფორმაციით, კასტრო 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა მათთან და პერსონალსაც გაესაუბრა. „ის ჯანმრთელად გამოიყურება“,-აცხადებს ფასტერი.

ფიდელ კასტრომ მონაწილოება მიიღო სახალხო მთავრობის მუნიციპალური ასამბლეის არჩევნებში, რომელიც კუბაში 21 ოქტომბერს გაიმართა.