ისლანდიელები კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვენ

ისლანდიელები კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვენ

ისლანდიელი ხალხი კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვს, რომელიც 1944 წლიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, არ შეცვლილა. გუშინ გამართულმა რეფერენდუმმა, რომელშიც მოსახლეობის 49%-მა მიიღო მონაწილეობა, ეს დაამტკიცა.

დღეს ისლანდიის ახალ მემარცხენე მთავრობას ამ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინება მოუწევს. პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არა პოლიტიკოსებმა, არამედ სახალხო კომისიამ შეიმუშავა, რომელშც შერჩევითობის პრინციპით უბრალო მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ისლანდიის მოსახლოების განმარტებით, კონსტიტუციის ცვლილების აუცილებლობა განაპირობა იმანაც, რომ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, გაკოტრდა რამდენიმე მსხვილი კომპანია და ბანკი. რამდენიმეთვიანმა საპროტესტო აქციებმა, კონსერვატიული მთავრობა იძულებული გახადა გადამდგარიყო და მთავრობის კაბინეტის პოსტები მემარცხენეებისთვის დაეთმო. დღეს ისლანდია ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც პარლამენტში უნდა დაამტკიცოს რეფერენდუმის შედეგები.