ნიკი მინაჟის ახალი ვიდეოკლიპი „The Boys“ (VIDEO)

ნიკი მინაჟის ახალი ვიდეოკლიპი „The Boys“ (VIDEO)

ამერიკელი მომღერალი  ნიკი მინაჟი გულშემატკივრებს ახალ ვიდეო კლიპს The Boys-ს სთავაზობს. სიმღერას ნიკი რეპერ კეისისთან ერთად ასრულებს. კლიპის  პრემიერა რამდენიმე დღის წინ  შედგა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, ვიდეოპორტალ Youtube-ზე ის 5,346,234-მა ადამიანმა ნახა.

შეგახსენებთ, ნიკი მინაჟი ტელეარხმა „Fox“ პოპულარული ტელე-შოუს „American Idol“ წლევანდელი ჟიურის წევრად  ოფიციალურად დაამტკიცა. პარტნიორობას მინაჟს მერაია ქერი გაუწევს, რომელიც პროექტში მონაწილეობისთვის ჰონორარის სახით 17 მილიონ დოლარს მიიღებს, ნიკი კი 8 მილიონს. ჟიურის წევრები აგრეთვე არიან ქანთრი-მომღერალი კიტ ურბანი და პროდიუსერი რენდი ჯეკსონი.

შოუს ახალი სეზონი სტარტს იანვარში აიღებს და ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ანალოგიური პროექტებს „The Voice“ და „The X Factor.“