მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს ხუთშაბათს უყრის

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს ხუთშაბათს უყრის

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს ხუთშაბათს, 12:00 საათზე დანიშნულ პლენარულ სხდომაზე უყრის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა , პარლამენტს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარუდგინა.

მისი განმარტებით, წარდგინება მოხდა მას შემდეგ, რაც ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება იცნო. "პრეზიდენტის მიერ შემოვიდა მთავრობის ახალი შემადგენლობა. ჩვენ ვალდებული ვართ დავიწყოთ შესაბამისი პროცედურები მისი განხილვა-დამტკიცების თაობაზე. უმცირესობასთან კონსულტაციები გვქონდა და არის მოსაზრება, რომ შემდეგი პლენარული სხდომა, რომელზეც მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი მოხდება, ხუთშაბათს 12:00 საათზე გაიმართოს. თქვენგან ვითხოვ თანხმობას ამ წინადადებაზე"