ბიძინა ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია  რომ

ბიძინა ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ქართველ ხალხს გული ისევ შემოუბრუნდეს"

ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის დატოვებამდე ჟურნალისტებს განუცხადა;ვერ წარმომიდგენია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ქართველ ხალხს გული ისევ შემოუბრუნდეს"
 პრემიერმინისტრობისკანდიდატის თქმით, პოლიტიკურ უმცირესობასთან ყოველგვარი დაპირისპირება თავიდან უნდა იყოს აცილებული და ყველაფერი გაკეთდეს, რათა პოლიტიკური ნიშნით არავის პასუხისმგებლობა არ დადგეს. 
 "მიუხედავად ამისა, მათ თვითონაც იციან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აღარ აქვთ. ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ და ყველას ექნება საშუალება, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, ვფიქრობ და ვერ წარმომიდგენია, რომ ქართველ ხალხს "ნაციონალურ მოძრაობაზე" გული ისევ შემოუბრუნდეს", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
 მანვე აღნიშნა, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან დემოკრატიის გზით ხელისუფლების შეცვლის ოფიციალური გაფორმება ხდება. "როცა არჩევნებში მიშამ გაიმარჯვა, მას ოპოზიცია არ ჰყავდა. დღეს კი, განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველოს მთავრობა დემოკრატიის გზით შეიცვალა", - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა. 
მომავალი პრემიერის თქმით, პოლიტიკურ უმცირესობასთან ყოველგვარი დაპირისპირება თავიდან უნდა იყოს აცილებული და ყველაფერი გაკეთდეს, რათა პოლიტიკური ნიშნით არავის პასუხისმგებლობა არ დადგეს.