დარწმუნებული ვარ, ეროვნულ სახელმწიფოს ავაშენებთ

დარწმუნებული ვარ, ეროვნულ სახელმწიფოს ავაშენებთ

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების გზაზე ახალი ეტაპი იწყება. როგორც ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ქუთაისში განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს საპარლამენტო ცხოვრების ისტორიაში სამაგალითო უნდა იყოს. "დღეიდან ახალ საპარლამენტო ცხოვრებას ვიწყებთ. დარწმუნებული ვარ, ავაშენებთ ეროვნულ სახელმწიფოს, სადაც სამართლის უზენაესობა მთავარი იქნება. ჩვენი მიზანია, ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარება. პირველად ხდება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება, რაც მისასალმებელია", – აღნიშნა ალასანიამ.