5 მაჟორიტარი ნაციონალი აკაკი ბობოხიძის ფრაქციის და საპარლამენტო უმცირესობის წევრობაზე უარს ამბობს

5 მაჟორიტარი ნაციონალი აკაკი ბობოხიძის ფრაქციის და საპარლამენტო უმცირესობის წევრობაზე უარს ამბობს

5 მაჟორიტარი ნაციონალური მოძრაობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ფრაქციის წევრობაზე უარს ამბობს. ხობის მაჟორიტარი  გოდერძი ბუკია, ლენტეხის მაჟორიტარი გოგი ლიპარტელიანი,  ნინოწმინდის მაჟორიტარი ენზელ მკოიანი, დმანისის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი და ცაგერის მაჟორიტარი სერგო ხაბულიანი  არც ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ მაჟორიტარტა ფრაქციაში და არც საპარლამენტო უმცირესობაში შევლენ.

ბუკიას განცხადებით, ამ ეტაპზე ისინი უფლებამოსილების შესრულებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შეუდგებიან.