მოქმედ პრეზიდენტს გუბერნატორების, მერებისა და გამგებლების არჩევითობის მნიშვნელობა გაახსენდა

მოქმედ პრეზიდენტს გუბერნატორების, მერებისა და გამგებლების არჩევითობის მნიშვნელობა გაახსენდა

საქართველოს პრეზიდენტი მერების, გამგებლების, გუბერნატორების არჩევითობის და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ განცხადება დღეს, 2012 წლის მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გააკეთა.

მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირდაპირ არჩევის წესი თბილისის გარდა სხვა მერებსა და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს.

„პირდაპირი არჩევის წესი სხვა მერებსა და გამგებლებზეც უნდა გავრცელდეს. ასევე გთავაზობთ, რომ პირდაპირი წესით ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი. ეს გადამწყვეტი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაღმავების პროცესში.

დეცენტრალიზაცია არის არა მარტო სასიცოცხლო დემოკრატიული პრინციპი, არამედ ჩვენი ინსტიტუტების განვითარების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი და მათი მდგრადი ფუნქციონირების საუკეთესო გზა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.