ირაკლი ალასანია შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს

ირაკლი ალასანია შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში ბევრი რამ ახლიდან არის გასაკეთებელი, სამინისტროზე კი საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობს გაძლიერებაა საჭირო.

„ თავდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი რამ ახლიდან არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ გასაძლიერებელი იქნება სამხედრო შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი. ბოლო წლების განმავლობაში ამ უწყებაში საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობა პრაქტიკულად არ არსებობდა. ამიტომ ყველაფერი თვისობრივად შეიცვლება და სამინისტრო გამჭვირვალე იქნება. ასევე ჩვენი ნატოსთან თავსებადობის და ინტეგრაციის პროცესიც გაგრძელდება. არ მგონია, რომ მომავალში თავდაცვის იარაღის შეძენა გაგვიჭირდეს, იმიტომ რომ, საქართველოში ხელისუფლება უკვე არის სტაბილური, არაიმპულსური და სწორედ ასეთ სტაბილურ პარტნიორებთან სამხედრო თანამშრომლობა განახლდება“, - განაცხადა ალასანიამ.