ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება

მერამდენე დღეა ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. მაღაროელთა ნაწილი პატარიძის სახელობის მაღაროში რამდენიმე მეტრის სიღრმეში რჩება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

დღეს დილით მაღაროში ჩასული მუშები სამედიცინო პერსონალმა მოინახულა. მათი განცხადებით, ჯერჯერობით მუშები ნორმალურ მდგომარეობაში არიან, თუმცა მაღაროში არსებული ნესტისა და უჰაერობის გამო, შესაძლებელია მათ ჯანმრთელობას მალე საფრთხე დაემუქროს. ისინი მუშებისთვის სასმელი წყლისა და მედიკამენტების მიწოდებაზეც საუბრობენ.