ჰელგა შმიდტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ჰელგა შმიდტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროკავშირის საგარეო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და პოლიტიკური დირექტორი ჰელგა შმიდტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, ჰელგა შმიდტი მისიის მცხეთის ოფისს ეწვია, სადაც მისიის ხელმძღვანელ, ელჩ ანჟეი ტიშკევიჩს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

„გენერალური მდივნის მოადგილემ საერთო უსაფრთხოების მდგომარეობის, ოპერატიული გარემოს ბოლო მიღწევებისა და მიმდინარე გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება“, - აღნიშნულია ვებ-გვერდზე.

თავის მხრივ, შმიდტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერსონალს ადგილზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჰელგა შმიდტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონფლიქტის ზონაში ყოფნის მნიშვნელობა როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა აღიარა.

ცნობისთვის, შმიდტი საქართველოში ორი დღე იმყოფებოდა. ის თბილისში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად ჩამოვიდა.