BBC-ის პოპულარული წამყვანის სექსუალურ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

BBC-ის პოპულარული წამყვანის სექსუალურ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

The Guardian-ის ინფორმაციით, სკოტლანდ იარდმა უკვე დაიწყო  BBC-ის სკანდალური, აწ უკვე გარდაცვლილი  წამყვანის ჯიმი სევილის საქმის გამოძიება. მას 200-მდე პიროვნების, მათ შორის არასრულწლოვანზე, განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი.

გამოცემის თანახმად, სკოტლანდ იარდმა უკვე მოუწოდა მოსახლეობას, მიმართონ ლონდონის პოლიციას, თუ მსგავს პრეცედენტს ჰქონდა ადგილი. სკოტლანდ იარდის შეფის პიტერ სპინდლერის განცხადებით, სევილის საქმე უპრეცედენტოა და არ არის გამორიცხული, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს. .

სკანდალი სევილის გარშემო მას შემდეგ აგორდა, რაც გადაცემა  Newsnight-iის ჟურნალისტებმა BBC-ის ხელმძღვანელობა დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ ეთერიდან მოხსნეს სევილის სექსუალურ ძალადობაზე გადაღებული ფილმი. 

ჯიმ სევილი იყო პოპულარული გადაცემების  Top of the Pops და Jim,ll fix it-ის წამყვანი . მას დედოფალმა  1990 წელს რაინდის წოდება მიანიჭა ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის.  სევილი 2011 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.