სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ბაგა–ბაღების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვენ

სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ბაგა–ბაღების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვენ

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით,  სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ბაგა–ბაღების სწავლის საფასურის გაუქმებას ითხოვენ.

„პატივცემულო თბილისის საკრებულოს წევრებო! ბაგა–ბაღებში დაწესებული გადასახადები ბევრ პრობლემებს უქმნის ჩვენს ოჯახებს. ჩვენი მშობლები იძულებულნი არიან იხადონ საკმაოდ დიდი თანხები,  იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონით, სკოლამდელი აღზრდა საქართველოში უნდა იყოს უფასო.

აღსანიშნავია,  რომ ბევრი ბავშვი რჩება ბაგა–ბაღის გარეშე იმის გამო, რომ მათ მშობლებს არ აქვთ საკმარისი შემოსავალი.

გთხოვთ,  გაუქმდეს ეს ყოვლად გაუმართლებელი გადასახადი და ყველა ბავშვს მიეცეს თანატოლებთან ერთად აღზრდის საშუალება“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: ნინო კუკავა, დავით ბულბულაშვილი, ნიკოლოზ კუკავა, ლაზარე ყრუაშვილი, მარიამ ყრუაშვილი და ერეკლე მერმანიშვილი.