ლეონიდ თიბილოვი: ქართულმა მხარემ უნდა შეაფასოს ის აგრესია, რაც მან სამხრეთ ოსეთში განახორციელა

ლეონიდ თიბილოვი: ქართულმა მხარემ უნდა შეაფასოს ის აგრესია, რაც მან სამხრეთ ოსეთში განახორციელა

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი გამოცემა“ რუსსკაია გაზეტასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მთავარი პრიორიტეტი მათი ურთიერთობის შეცვლაში იქნება ის, რომ ქართულმა მხარემ მის მიერ ჩადენილი აგრესია აღიაროს.

„რაიმე შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა საქართველოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებიდან, ჯერ ადრეა. რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ ჩვენს მეზობელ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ,რომ მზად ვართ ქართული მხარის მხრიდან ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების და სამხრეთ ოსეთისთვის ქართული აგრესიის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების კომპენსაციის შემდეგ, ვითანამშრომლოთ მათთან. კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის  შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა.

ქართულმა მხარემ უნდა შეაფასოს ის აგრესია, რაც მან სამხრეთ ოსეთში განახორციელა.  თუ ეს არ მოხდა, მაშინ რაიმე ურთიერთობის შეცვლაზე ქართულ და სამხრეთ ოსეთს შორის, წარმოუდგენელია“,-აცხადებს თიბილოვი.