"ქართულ ოცნებას" პარლამენტში 85, "ნაციონალური მოძრაობას" კი - 65 მანდატი ექნება

2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, ა ამომრჩეველთა რაოდენობა 3 613 851 შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა 2 215 661 ამომრჩეველმა მიიღო.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხმა ამომრჩეველთა 54.97%-მა მისცა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 40.34%-მა.

კენჭისყრის შედეგად, პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა - 85 მანდატი მოიპოვა ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება“, ხოლო 65 მანდატი - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

აქედან, პროპორციული წესით ივანიშვილის ბლოკს 44 მანდატი ერგო, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ - 33 მანდატი. „ქართული ოცნება“ პარლამენტში 41 მაჟორიტარს შეიყვანს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობა“ - 32 მაჟორიტარ დეპუტატს.

ამასთანა, ცესკო-მ ბათილად სცნო 16 საარჩევნო უბნის შედეგები.

აზარაშვილმა დღესვე, მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის უკლებლივ ყველა თანამშრომელს.

„მათი თავდადებული შრომის და გაწეული უზარმაზარი სამუშაოს შედეგია ის, რომ საპარლამენტო არჩევნებს ასეთი მაღალი შეფასება მიეცა“, - აღნიშნა აზარაშვილმა.