პაატა ზაქარეიშვილი:  სააკაშვილის ხელისუფლებამ გვატემალაში მხარი დაუჭირა  სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას

პაატა ზაქარეიშვილი: სააკაშვილის ხელისუფლებამ გვატემალაში მხარი დაუჭირა სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველომ სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ხმა მისცა  და აღნიშნა, რომ ამ  პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის  დღემდე, ჯერ, არავის გადაუხედავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ზაქარეიშვილმა For.ge-ს პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„სოჭის ოლიმპიადაზე გადაწყვეტილება წინა მთავრობას,  სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აქვს მიღებული,  როცა მან მკაფიოდ და ცალსახად,  გვატემალაში სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ხმა მისცა. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის  დღემდე,  ჯერ,  არავის გადაუხედავს. სააკაშვილი  ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტია და მას აქვს საშუალება ამ ყველაფერს გადახედოს. ლაპარაკი ბევრი გვესმის, მაგრამ სამართლებრივი ნაბიჯი არა. სააკაშვილის ხელისუფლებამ გვატემალაში მხარი დაუჭირა ოლიმპიადის ჩატარებას, მას შემდეგ ბევრი პოლიტიკური პროცესები იყო, მათ შორის ომი, თუმცა ამ გადაწყვეტილების გადახედვა პრეზიდენტ სააკაშვილს ამ დრომდე არ გადაუხედავს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

რაც შეეხება ამ საკითხისადმი პირად დამოკიდებულებას,  ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ შეიკრიბება მთავრობა და ამ საკითხზე მსჯელობა იქნება.