ნოშრევან ჩხაიძე აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობის შეფასება ითხოვს

ნოშრევან ჩხაიძე აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობის შეფასება ითხოვს

თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, ნოშრევან ჩხაიძე უნივერსიტეტიდან წავიდა. ამასთან დაკავშირებით მან განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ აკადემიური საბჭოს ბოლო დღეების გადაწყვეტილება უკანონოა, ამიტომ აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობის შეფასებას ითხოვს.

ამასთანავე, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე განცხადება გუშინაც გააკეთა, რომელსაც არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

„ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო განცხადება. ვიმეორებ, რომ აკადემიური საბჭოს ბოლო დღეების გადაწყვეტილება უკანონოა და ამით უნივერსიტეტი სამართლებრივი ჩარჩოდან ამოვარდა. მინდა გავიმეორო, რომ მაქვს გადაწყვეტილი უნივერსიტეტიდან წავიდე. შესაბამისად, მომავალ კულტურის მინისტრს გავუგზავნი ახსნაგანმარტებებს შექმნილ სამართლებრივ სიტუაციაზე და შევწყვიტავ უფლებამოსილებას. უნივერსიტეტის ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად მოექცეს ის სამართლებრივ ჩარჩოში. იმედი მაქვს, ამ საკითხზე თანამშრომლობა ყველა მხარესთან მოხერხდება, რათა საგანმანათლებლო პროცესს ხელი არ შეეშალოს," - ამბობს ნოშრევან ჩხაიძე საკუთარ განცხადებაში.