ხვალ ბაქოში საპროტესტო აქციას  „დავითხოვოთ პარლამენტი“ პოლიცია აღკვეთავს

ხვალ ბაქოში საპროტესტო აქციას „დავითხოვოთ პარლამენტი“ პოლიცია აღკვეთავს

ხვალ ბაქოში დიდი საპროტესტო აქცია „დავითხოვოთ პარლამენტი“ გაიმართება. აქციის ორგანიზატორები  „ეროვნული მოძრაობის აღორძინების პარტია“, აგრეთვე არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბლოგერები არიან. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს აქცია ფეისბუქის საშუალებით დაიგეგმა და მასში მონაწილეობის მიღებას უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია აპირებს.

ბაქოს პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს და მათ ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ აქცია აღკვeთილი იქნება.

„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ თუკი ვინმე მოინდომებს დედაქალაქში არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარებას და ამით დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ვაფრთხილებთ მათ, ეს აღკვეთილი იქნება“,-აცხადებს ბაქოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე საჰლაბ ბაგიროვი.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით კი, მიუხედავდ იმის, რომ პოლიცია მათ აქციას აღკვეთით ემუქრება, ისინი პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით, ქუჩაში მაინც გამოვლენ.