ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო

ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო

ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ სირიის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის ჰერმან ვან რომპეის განაცხადებით, მათ სირიის წინააღმდეგ მე-19 სანქციების პაკეტი მიიღეს. იკრძალება სირიიდან იარაღის იმპორტი  ევროკავშირში და ნებისმიერი მონაწილეობა სირიისთვის განკუთვნილ იარაღის ტრანსპორტირებისთვის. ასევე მოხდება ე.წ „შავ სიაში“ მოხვედრილი სირიელი პოლიტიკოსებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა და  მათი საბანკო ანგარიშების გაყინვა.

დღეს ევროკავშირმა ასევე აკრძლა ფრენები ევროკავშირის ტერიტორიაზე სირიული ავოაკომპანია Syrian Arab Airlines-ისთვის, აგრეთვე კომპანიის კუთვნილი აქტივების გაყინვაც.