ზურაბ არსოშვილის და აშოტ მანუკიანის  გადადგომას „თელასის“ რამდენიმე ფილიალის თანამშრომლები ითხოვენ

ზურაბ არსოშვილის და აშოტ მანუკიანის გადადგომას „თელასის“ რამდენიმე ფილიალის თანამშრომლები ითხოვენ

კომპანია „თელასის“ კომერციული დირექტორის  ზურაბ არსოშვილის გადადგომას უკვე კომპანიის 15-მდე ფილიალის თანამშრომლები ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ზურაბ არსოშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს და კომპანიის გენერალური დირექტორის აშოტ მანუკიანის გადადგომაც მოითხოვეს.  

აქცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მათ სათავეში ზურაბ არსოშვილის მიერ გათავისუფლებული 150-მდე თანამშრომელი ჩაუდგა სათავეში. ისინი კომპანიის ამჟამინდელ კომერციულ დირექტორს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.

ზურაბ არსოშვილის გაბცხადებით კი, აქციებს ის თანამშრომლები აწყობენ, რომელთაც უარი თქვეს პატიოსნად მუშაობაზე და კორუფციულ გარიგებებზე. არსოშვილის ამ განცხადების შემდეგ „თელასის“ კიდევ რამდენიმე ფილიალის თანამშრომლები გაიფიცნენ. ასევე ითხოვენ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, უმუშევრობის გამო მათ კომპენსაციას, შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელმძღვანელობის მხრიდან ნორმალურ მოპყრობას. 
"თელასის" გათავისუფლებული და გაფიცული თანამშრომლები ორშაბათიდან პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.