ნოდარ ჯავახიშვილი: ეროვნული ბანკის ქმედებების შედეგად „ქართუ ბანკმა

ნოდარ ჯავახიშვილი: ეროვნული ბანკის ქმედებების შედეგად „ქართუ ბანკმა" 190 000 000 ლარი დაკარგა

 "ქართუ ბანკმა” ეროვნული ბანკის ქმედებების შედეგად 190 000 000 ლარი დაკარგა", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ნოდარ ჯავახიშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი განმარტებით, გუშინ ქადაგიძემ ბევრი აბსურდული რამ თქვა, მათ შორის ისიც, რომ თურმე ერთი თეთრიც არ დაუკარგავს "ქართუ ბანკს".

„სინამდვილეშიეროვნული ბანკის მონაწილეობით, კანონში სპეციალურად და დანაშაულებრივად შესული ცვლილებით, "ქართუ ბანკმა" 190 000 000 მლნ დაკარგა", - განაცხადა ჯავახიშვილმა.