აზერბაიჯანში დაკავებულ 30 კრიმინალურ ავტორიტეტს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

აზერბაიჯანში დაკავებულ 30 კრიმინალურ ავტორიტეტს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სურახანსკის რაიონის სოფელ გარაჩუხურში საზეიმო შეხვედრების სახლ „იაგმურში“ აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც  30 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს ,ასევე რუსეთის მოქალაქეებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის ჩატარებისას გამოყენენულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა დაჭრილების ან გარდაცვლილებების შესხებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აზერბაიჯანელი სამართალდამცავები დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.