გია ხუხაშვილი: მოვახერხებთ ვითარების სტაბილიზებას და  ადამიანები, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ, ღირსებას დაიბრუნებენ

გია ხუხაშვილი: მოვახერხებთ ვითარების სტაბილიზებას და ადამიანები, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ, ღირსებას დაიბრუნებენ

ექსპერტი გია ხუხაშვილი მაღაროელებისა და „თელასის“  თანამშრომლების გაფიცვას ეხმიანება. ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ხალხი, რომელიც აქამდე შიშის გამო დუმდა, ალაპარაკდა. 

შესაბამისად, მისი თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია,  რადგან ხალხს სამართლიანობის აღდგენის შანსი გაუჩნდა.

„იმდენი განუკითხაობა და უსამართლობა იყო ქვეყანაში,  რომ როდესაც ხალხს სამართლიანობის აღდგენის შანსი და იმედი გაუჩნდა, ბუნებრივია ამოხეთქა ამ ყველაფერმა. სამწუხაროდ,  ბუნებრივი მოვლენაა და აქამდე შიშის გამო ბევრი რამე არ ითქმებოდა, ახლა უკვე ხალხი ალაპარაკდა. ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მოვახერხებთ ვითარების სტაბილიზებას და ამ ხალხისთვის ახსნას, რომ სამართლიანობა აღდგება“ - განაცხადა  ხუხაშვილმა და დასძინა, რომ სამართლიანობის აღდგენა არ არის ქუჩის პროტესტის საკითხი.

„ის ადამიანები კი, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ, ღირსებას და მატერიალურ კეთილდღეობას დაიბრუნებენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.