პაატა ზაქარეიშვილი:  ჟენევის ფორმატში,  სოხუმის და ცხინვალის   მხარეებად მოხსენიებას არ ვაპირებთ

პაატა ზაქარეიშვილი: ჟენევის ფორმატში, სოხუმის და ცხინვალის მხარეებად მოხსენიებას არ ვაპირებთ

 რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, როგორც აქამდე, ჟენევაში არ იყო მხარეები, ისე ჟენევაში  მხარეები არ იქნება.

აღნიშნულის შესახებ,  ზაქარეიშვილმა For.ge-ს პრესკლუბში სტუმრობისას  ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც,  თუ რა ცვლილების შეტანას აპირებდა, ჟენევის მოლაპარაკების  ფორმატში,  რადგან  მოქმედმა ხელისუფლებამ გააჟღერა, რომ შესაძლოა კოალიციამ ჟენევაშის მოლაპარაკების ფორმატში სოხუმი და  ცხინვალი   მხარეებად მოიხსენიოს.

ზაქარეიშვილის თქმით, მას არსად  განუცხადებია, რომ ჟენევის ფორმატში, სოხუმის  ცხინვალის  მხარეებად მოხსენიებას აპირებს.

„საუბარია ზოგადად, იმაზე, რომ ეს მთლიანად მთელი კონფლიქტების მოგვარების კონტექსტს არ მოიცავს.  გარდა,  საქართველო-რუსეთის კონფლიქტისა,  რაც  მკაფიო და  გამოკვეთილია,  კიდევ სხვა მიმართულებები არსებობს და ეს ქართულ აფხაზური და ქართულ ოსურია.  ეს ჟენევას საერთოდ  არ ეხება.  ერთმანეთში ნუ ავურევთ. ჟენევაში არ არსებობს არანაირი მხარეები, არც რუსული და არც ქართული, მაგრამ როგორც არსებობს ცნება საქართველო-რუსეთის კონფლიქტი,  ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტების მიმართ მუშაობა უნდა იყოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ არანაირი პირდაპირი ბმა  ამას ჟენევის მოლაპარაკების ფორმატთან არ აქვს.

ზაქარეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს  უდიდესი მინუსები ჰქონდა კორუფციის,  კრიმინალის და  სხვადასხვა პრობლემების გამო,  მას კონფლიქტებთან მიმართებაში, უკეთესი მიმართება ჰქონდა ვიდრე სააკაშვილს.

„კონფლიქტების მხარეები ჩვეულებრივი კლასიკური ფორმაა.  იქ,  სადაც არ არსებობს სტატუსი, ანუ როცა სტატუსი სადაოა და მხარეები ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, იქ  ირჩევენ ისეთ შედარებით უწყინარ ფორმას,  როგორიცაა კონფლიქტის მხარე. ჩვენ ვაპირებთ,  მაშინ, როცა დაგვჭირდება, როცა  აუცილებელი იქნება ოსურ და აფხაზურ მხარესთან,  რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას,  მათ  როგორც კონფლიქტის მხარეებს ისე დაველაპარაკებით, მაგრამ როდის მოხდება ეს, ამას დინამიკა გვიჩვენებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.