„ყინწვისის საქმეში“ ბრალდებულების მხარდამჭერები აქციას გლდანის ციხესთან მართავენ

„ყინწვისის საქმეში“ ბრალდებულების მხარდამჭერები აქციას გლდანის ციხესთან მართავენ

2012წლის 26 მაისს „ყინწვისის საქმეში“ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა ახლობლები და ოჯახის წევრები აქციას გლდანის #8 საპყრობილესთან მართავენ. ისინი გამოძიების ხელახალ გადახედვას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს სამშობლოსთვის არასდროს უღალატიათ და მათ არაერთხელ გაწირეს თავი საქართველოსთვის.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ და არა შევახსენოთ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ისინი მისი პირადი მძევლები არიან. 2012 წლის 26 მაისს 24 ადამიანი ამ უმძიმესი ბრალდებით აიყვანეს ყინწვისი და ამ ბრალდებაზე უფრო დამამცირებელი არ არსებობს. განჩინებაში მითითებულია, რომ ისინი 27 მაისს თბილისში, მთავარ სამმართველოსთან აიყვანეს, სინამდვილეში ისინი 26 მაისს ყინწვისში დააკავეს. ჩვენ ვითხოვთ, როგორც უკანონოდ დააპატიმრეს ეს ხალხი, ასევე უკანონოდ გაათავისუფლონ და მოხდეს მათი რეაბილიტაცია“,-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი რატი გელაშვილი.