ილია მეორე ქუთაისში პარლამენტის პირველს სხდომას დაესწრება

ილია მეორე ქუთაისში პარლამენტის პირველს სხდომას დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება. ამ ინფორმაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატის მანანა კობახიძე ადასტურებს.

„პირველ სხდომაზე გვეყოლება სტუმრები, იქ იქნება უწმინდესი, ასევე სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, სხდომის წევრებს მიესალმება მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ, უმრავლესობა სრულყოფილად ვართ მზად იმისთვის, რომ მუშაობას შევუდგეთ. უმრავლესობას 4 ან 5 ფრაქცია ექნება. დღეს ეს ყველაფერი კიდევ განიხილება და კვირამდე გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა კობახიძემ.
 ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს 13:00 საათზე, ქუთაისში გაიხსნება.